გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაზეთ „ივერია“-ს ხუმრობა ქალების შესახებ

29-04-2018

ქალის, როგორც ორიგინალური ფენომენის თემა სათავეს საუკუნეებიდან იღებს.


აღნიშნული თემა ზოგ შემთხვევაში სერიოზული სჯა-ბაასის, ზოგჯერ კი იუმორის საბაბი ხდებოდა.


ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალი გაზეთი „ივერია“, 1904 წელს, საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო შეხედულებას სთავაზობდა იმის შესახებ, თუ რაში სჭირდება ქალს ხუთი გრძნობა:


„რად ესაჭიროება დედაკაცს ხუთი გრძნობა?


ა) გემოვნება-რომ სხვაზე უკეთ ჩაიცვას და დაიხუროს;


ბ) მხედელობა-ასეთი ქმარი იშოვოს, რომლის მეტყველებაც ეუბნებოდეს, რომ იგი უბრალო, გულკეთილი და... სულელია;


ვ) ყნოსვა-რომ სუნით იგრძნოს, სად არის მისი მოწინააღმდეგე;


გ) შეხება-რომ სიბნელეშიც იპოვოს სატრფო, და


დ) სმენა-რომ გაიგოს საყვარელ საგნის მოახლოება და იჭვიანი ქმრის მიპარვა“-წერს გაზეთი „ივერია“. (სტილი დაცულია)




NSP.GE ©

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31