გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტებს უმასპინძლებს

20-03-2021

მიმდინარე წლის 21 მარტს, 13:00 საათზე, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტების მიღება.

სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ჟურნალისტებს სიტყვით მიმართავს, მიულოცავს მათ პროფესიულ დღეს და მადლობას გადაუხდის. ჟურნალისტებს გადაეცემათ სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან, სამაჩაბლოს, აფხაზეთი და 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში მონაწილე ჟურნალისტები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031