გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა

21-03-2021

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ბიუროში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ჩვენ, ერთი მთავარი რამ, საქართველოს, ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს.

ერთად ვცდილობთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას და მომავალ წელს, აუცილებლად უფრო მასშტაბურად ვიზეიმებთ ნოვრუზ ბაირამს.“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031