გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილმა ტალიავინს ღორი უწოდა

22-03-2021

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად ძებნაში მყოფმა მიხეილ საააკშვილმა ჰაიდი ტალიავინს, რომელმაც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა "ღორი" უწოდა.


სწორედ ასე გამოეხმაურა TCN - ის ეთერში სააკაშვილი თავის დროზე ეუთოს მიერ ტალიავინის დანიშვნას უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად:


"ძალიან გამიკვირდა და შევშფოთდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეუთო-მ უკრაინაში თავის წარმომადგენლად ქალბატონი ტალიავინი დანიშნა. ამჯერად თქვენ "შემოგტენეს" ტალიავინი, რომელსაც თავის დროზე სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იყენებდნენ.


ტალიავინმა თქვა, რომ მართალია ფაქტები ემთხვევა, მაგრამ არ არის საჭირო რუსეთის მიმართ რაიმე განსაკუთრებული სანქციების შემოღება, რადგან "ორივე მხარე დამნაშავეა".


ანუ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ეუთო-მ "ღორი შემოგტენათ", რომელიც ცნობილია იმით, რომ ყველაფერს აკეთერბს, რათა რუსეთი წყლიდან მშრალად ამოძვრეს" - განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით


გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31