გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში გამწვანების აქცია გაიმართა

22-03-2021

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს - 22 მარტს მიეძღვნა.

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს. ნერგების შეძენას ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური, ელდარის ფიჭვის, ნუშის, ბროწეულის და წაბლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და მუზეუმებს გადაეცათ.

აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა. დარგვის აქციაში მოსწავლეებთან და "ორქისელებთან" ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ სწარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31