გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

4-04-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად აჭარის რეგიონში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მინისტრმა ადგილზე უკვე გარემონტებული ანგარი დაათვალიერა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ბაზაზე ამჟამად არსებული სასადილოს კაპიტალური რემონტი და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ბაზის ტერიტორიაზე უკვე გარემონტდა სპორტული დარბაზი, რომელიც უახლესი სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი, ასევე, მოეწყო სველი წერტილები. ამ ეტაპზე სტადიონის კეთილმოწყობა და ბალახის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930