გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: რაც დრო გადის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სიამაყის გრძნობა მემატება

5-04-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მძიმე წუთებისა, რაც უფრო მეტი დრო გადის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით მას სიამაყის გრძნობა ემატება.


ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.


"ჩემთვის ეს ომი ჩემი ცხოვრების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ ერთის მხრივ ტრაგედიაა და მეორეს მხრივ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უმნიშვნელოვანესი სიამაყის წყაროა იმით, რომ რეალურად, ეს ომი იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი თანამედროვე ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა ჩვენდა და, მით უმეტეს ჩვენი მტრის უნებურად.


ეს არის ტკივილის დღე, იმიტომ, რომ ყოველი წუთი ძალიან მძიმე იყო და არის, როცა ამაზე ვფიქრობ.


მეორეს მხრივ კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც წლები გადის, მეტად მემატება სიამაყის განცდა, თუ რას გავუძელით, როგორ გავუძელით, რა შევქმენით ამის შემდეგ და როგორ წავედით წინ" - განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31