გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

5-04-2021

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი", ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი წინასწარ დეკლარირებული ტვირთის ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა დაფიქსირდა.

წარდგენილ დეკლარაციაში, არასწორად ასახულმა სასაქონლო ოპერაციის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10064 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, იმპორტიორი კომპანია სანქციის სახით, 10064 ლარით დაჯარიმდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31