გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს

6-04-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ, მდინარე ჭერათხევიდან გამოტანილია ავტომობილი და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოყვანილია მასში მყოფი სამივე მოქალაქე.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე სამუშაო ოპერაცია უკვე დასრულებულია. სოფელ ალში მუშაობდნენ ხაშურის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31