გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ონის მერიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

7-04-2021

ონის მუნიციაპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ საჭიდაო სკოლის მწვრთნელებს და ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტში სპორტულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის და სპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის

ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს სიმბოლური ფულადი პრიზები გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031