გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი „AstraZeneca"-ს ვაქცინით აიცრა

7-04-2021

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსის ვაქცინით - „AstraZeneca" აიცრა.

ვაქცინაციის პროცესი სპეციალური პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა და ვაქცინის გაკეთებამდე, გიორგი ვოლსკიმ თერაპევტის კონსულტაცია გაიარა. პარლამენტის წევრმა მაღალი პროფესიონალიზმისთვის კლინიკის მედიკოსთა პერსონალს მადლობა გადაუხადა, საზოგადოებას კი დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„კარგად ვგრძნობ თავს და ყველას ვურჩევ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კაცობრიობას ემუქრება, არის კოვიდის საშინელი ვირუსი. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია არის ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი გზა და იარაღი. ნებისმიერი ვაქცინა, ეს იქნება „ასტრაზენეკა", „ფაიზერი" თუ სხვა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემოწმებული და დარეგისტრირებული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კორონავირუსის ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად ჩაიტარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031