გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: მოვუწოდებ ზონალურ საბჭოს გაითვალისწინონ ის სულისკვეთება, რაც იყო ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში

7-04-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, რომ გაიზიარონ სულისკვეთება ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ხაზი გააძლიერონ .

,,მინდა მოვუწოდო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და მინდა ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი და პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში ჩვენ გვქონდეს რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ამ ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930