გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: პოლიტსაბჭოში, რა თქმა უნდა, ვიქნები

1-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით პარტია „ქართული ოცნება“ გაძლიერდება.

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სამომავლო გეგმებსა და პარტიის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებენ.

პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაშ თავად აუცილებლად იქნება.

„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება, ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ინსტიტუცია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად.

ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

პოლიტსაბჭოს სხდომის თემა სამომავლო პერსპექტივები, ასევე პარტიის გაძლიერება იქნება.

დიახ, რა ქმა უნდა, მე პოლიტსაბჭოში ვიქნები“- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 2 საათზე გაიმართება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031