გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

12-04-2021

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.

"გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით მსგავსი სახის აქტივობები ხშირად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31