გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

12-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. კობა კობალაძემ თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა რეგიონში ვეტერანებისთვის არსებული შეღავათებისთვის და მათ მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და ყურადღებისთვის. სამსახურის დირექტორმა ისაუბრა გეგმებზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას და ძალისხმევას არ დაიშურებენ ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც, გაწეული სამუშაოების მიუხედავად, ბენეფიციართა წინაშე ჯერ კიდევ დგას.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის აჭარის რეგიონში არსებულ შეღავათებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ აღნიშნული საკმარისი არ არის, მაგრამ მთავრობის გუნდთან და რეგიონის მუნიციპალიტეტებთან ერთად, მუშაობს იმ საკითხებზე, რომლებიც გააუმჯობესებს ვეტერანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მან, ასევე, ისაუბრა ვეტერანებზე მორგებული დასაქმების პროგრამის ამოქმედებაზეც და წუხილი გამოთქვა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროგრამის შეფერხების გამო. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ყურადღებას გაამახვილებენ ვეტერანებისთვის პრიორიტეტულ პროგრამებზე.

''დღეს ვისაუბრეთ ბატონ თორნიკესთან იმ სოციალურ აქტივობებზე, რომლებიც ვეტერანებისთვის რეგიონში ხორციელდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ საკმაოდ ეფექტური სოციალური და სხვა მიმართულების პროგრამებია თვითონ ხელმძღვანელის მიერ აქტიურად განხორციელებული და ხორციელდება. დავსახეთ შემდგომში უფრო პერსპექტიული, ეფექტური სვლა და ერთობლივი გეგმით, ამ ყველაფრის უფრო მეტად უზრუნველყოფა,''_ განაცხადა კობა კობალაძემ.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი და აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, ჯაბა სურმანიძე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31