გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14-04-2021

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდეობის ღონისძიება გაიმართა.
მიმდინარე წელს, კონკურისის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეხუთედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის პერიოდში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

2020 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

„სუფთა რეგიონი 2020“ - კახეთის რეგიონი
„სუფთა ქალაქი 2020“ - ქ. ქუთაისი
„სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„სუფთა სოფელი 2020“ - სოფელი ზედა ეწერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
„ლამაზი აივანი 2020“ - რუსუდან ხარგელია (ქ. ზუგდიდი)
„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ - ს. ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ქ. ზუგდიდი)
„საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ - შპს „ღვინაშვილების მარანი“ (ქ. საგარეჯო)
„ლამაზი ეზო 2020" - ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი)

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:
- ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;
- სოფლების ხურჩა და ველისციხის წარმომადგენლებს ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო; სიგელი ასევე გადაეცა ეთერ პატარაიას (ქ.თბილისი, წყნეთი);
- ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ქუჩა, სიგელი მიენიჭა გოგებაშვილის ქუჩას (ქ. გორი).

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31