გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე

15-04-2021

“ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველო, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ქვეყანა, შეთანხმებული გრაფიკით, მის ქვედანაყოფებსაც გამოიყვანს ავღანეთიდან.

"საქართველოს თავდაცვის ძალებმა, 2004 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან. თითოეულ ქართველს ეამაყება წლების მანძილზე ის შეფასებები, რაც ხშირად მოგვისმენია ნატოს მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების მხრიდან.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედროს, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ დაღუპულ გმირ მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდამ მზად არის და მომავალშიც იქნება, მის პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა” - აცხადებს მინისტრი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31