გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთ სარდლობამ ახალი სპეცტექნიკა მიიღო

16-04-2021

საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. აღმოსავლეთ

სარდლობის შემდეგ სპეციალური ტექნიკა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა მიიღეს.

სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალი სატვირთო და სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდასა და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

დასავლეთ სარდლობას 130-მდე სპეციალური ტექნიკა და 70-მდე მსუბუქი ავტომობილი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საჭიროებების გათვალისწინებით გადანაწილდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31