გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში სამუშაო მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

16-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ , პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ ცოტნე", შპს „ჯეი ემ კომპანი', შპს „ონის სერვის ჯგუფი", შპს „ ორვო" შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" , შპს „მპტ" ასევე ამხანაგობა „ დელტამშენი" წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31