გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლტიკის კომიტეტის წევრებმა ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

17-04-2021

ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა. მათ მოინახულეს ენგურის კაშხალი, სადაწნეო გვირაბი, მთავარი გამყვანი არხი, ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები, რომლებზეც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მთლიანად 48 მლნ ევროს ღირებულების სამუშაოები შესრულდა და ჰესი მაისში სრული სიმძლავრით ამუშვდება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკის განვითარებისათვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მდგენელია ენერგოდამოუკიდებლობა და სწორედ ენგურჰესისნაირი ჰესები მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ შევძლოთ შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატებთან ერთად ენგურჰესის სარეაბილოტაციო სამუშაოები მოინახულეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31