გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორი ბავშვის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე 63 წლის კაცს ბრალი წარედგინა

17-04-2021

ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ს.-მ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თ.ს. 2021 წლის 15 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და „ზ" ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდონბის გამოყენებით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31