გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულდა!

19-04-2021

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეთანხმების აქტზე ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!

მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!

ეს საქართველოს გამარჯვებაა!

კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!

განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!" - წერს მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031