გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში

20-04-2021

მივესალმებით შარლ მიშელს საქართველოში! , - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში.

„მივესალმებით შარლ მიშელს საქართველოში! ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში. შეთანხმება წვლილს შეიტანს სტაბილურობის კონსოლიდაციაში და მოგვცემს შესაძლებლობას, გავამახვილოთ ყურადღება კრიტიკულ გამოწვევებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი", - წერს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031