გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

24-04-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა, თუმცა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დარჩება.

თალაკვაძის განცხადებით, ის თვლის, რომ მისი ადგილი სხდომათა დარბაზშია.

"იმის გათავალისწინებით, რომ რამდენიმე თვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია ქართულ ოცნებას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია.

ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე", — განაცხადა თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31