გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ქ.ჩ.-ს ბრალდება წარუდგინა

29-04-2021

საქართველოს პროკურატურამ, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ქ. ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 მარტს, ზ.კ.-მ კასპში ქ.ჩ.-ს მეუღლე ნ.ღ. მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით ,,ქეჩერუხის" დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.ღ. გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზ.კ. ქ.ჩ.-სთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ჩ.-მ შეიტყო ზ.კ. -ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა.

სამართალდამცველებმა ქ.ჩ. 28 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31