გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

6-05-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10420.68 ლარი შეადგინა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031