გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე სამადაშვილი პარლამენტში დავით ზალკალიანის დაბარებას აპირებს

13-05-2021

„მრავალი წელიწადია „ქართული ოცნება" აცხადებს რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ დაიწყო მსჯელობა - საქართველოზე არავინ საუბრობს. ამიტომ არ ვაპირებთ, თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატოშიც და ევროკავშირშიც", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას „საგარეო პოლიტიკის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან შემოერთებისკენ მოუწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031