გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ხვალიდან „ველო სანტები“ იმოძრავებენ

27-12-2017

ხვალ, 28 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის განმავლობაში, სანტები თბილისის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930