19-05-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სოფელი ბეთანიის, კოჯორის (ნაწილობრივ), სოფელი დიდების, ქვემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის (ნაწილობრივ), ვასილისკოს, ბესიკის, ფეიქართა, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ჩიტაიას, ყიფიანის (ნაწილობრივ) და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერეს აღმართის, სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის და საქანელას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ტაბიძის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობა.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||