გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს რიგით მერვე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ

19-05-2021

უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისა მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება.

ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს რიგით მერვე გაფართოებული ტესტირება თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარეს.

პრევენციული ღონისძიებების შედეგად თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში აქამდე დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ქვეყნის მასშტაბით გეგმის მიხედვით, შემუშავებული პროტოკოლის ფარგლებში მიმდინარეობს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031