გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
1999 წელს ჟვანიამ მითხრა, ტრაგედია გარდაუვალია, ხელისუფლებაში სააკაშვილი მოდის და გაერთიანებაა საჭიროო - თემურ შაშიაშვილი

19-05-2021

პოლიტიკური პარტია "თეთრების" ლიდერის, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით მას მოსმენილი აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც, მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ კვალის წაშლას ცდილობენ.


ეს განცხადება შაშიაშვილმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში გააკეთა.


"ჩანაწერში მიშა განკარგულებას იძლევა, როგორც შევთანხმდით, ისე მოაწესრიგეთ ყველაფერიო... აშკარად ჩანდა, რომ ყველანი საშინლად დაბნეულები იყვნენ. მერე ისევ ფეხის ბაკუნის ხმა ისმის. დაახლოებით ჩანაწერის სამ წუთიან მონაკვეთს მოვუსმინე.


ღმერთის წინაშე, პირველად ვაცხადებ ამას, რაც ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს მითხრა, - საქართველოს ტრაგედია გარდაუვალია, რადგან ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოდის და ამის თავიდან ასაცილებლად პოლიტიკური ძალების გაერთიანებაა აუცილებელიო" - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31