გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ არ მუშაობს

24-05-2021

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა.

ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031