გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან

28-05-2021

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესოებების წარმომადგენელბისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა, კი ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსჯავდებულებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ენა შეისწავლონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31