გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევში ლამინატისა და ავეჯის საამქრო დაიწვა

1-06-2021

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მექანიზაციის ქუჩაზე გვიან ღამით ლამინატისა და ავეჯის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დამწვარია ავეჯი, ლამინატი და სხვა ნივთები, რომლებიც იქ ინახებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ზარალის რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ოთხი სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930