გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა

9-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წლის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა. 
პრემიერმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უდიდესი პატივია ეს შესაძლებლობა – მოგილოცოთ ყველას გამარჯვების დღე! უდიდესი მადლიერების გრძნობით, უდიდესი პატივისცემით, ქედის მოხრით ყველა თქვენგანის გმირობის წინაშე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ გამარჯვების დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, თქვენი ოჯახების ბედნიერებას, საქართველოს გაბრწყინებას! ღმერთს შევთხოვ, რომ ყველა ჩვენგანი თქვენი ღვაწლის, თქვენი გმირობის და თქვენი განვლილი გზის ღირსი გაგვხადოს – ჩვენი ცხოვრებით და ჩვენს მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმით. ღმერთმა გადღეგრძელოთ, გილოცავთ გამარჯვების დღეს,“– მიმართა პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031