გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

4-06-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, საირმის (ნაწილობრივ), ბურძგლას, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის ქუჩების და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის და კაკლიანის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930