გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

13-06-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.რ., ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს.
ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930