გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

13-05-2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 1900 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის შვიდ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.


უწყების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 10:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 350 ერთეულამდე რაკეტა.


აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930