გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხულოში, ქვემო ვაშლოვანში, პროფილური საჯარო სკოლისა და კამპუსის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარი დაიხარჯება

10-07-2021

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი პროფილური (საბუნებისმეტყველო, გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებით) საჯარო სკოლა აშენდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკოლის ძირითადი შენობისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, ლაბორატორიებით და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ღია მოედნის მოწყობა, სამაყურებლო ტრიბუნებით, ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031