გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის გამწვანების სამსახურმა ხეების წამლობა დაიწყო

14-07-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური ვერცხლისფერი ნაძვების შეწამვლის სამუშაოებს ატარებს.

უწყების ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბოლნისში კოსტავას ქუჩაზე, ხმობის წინააღმდეგ ვერცხლისფერი ნაძვები შეწამლეს.

უწყების ცნობითვე, წამლობის სამუშაოები გრძელდება და ღონისძიების ფარგლებში ქალაქში დეკორატიული ბუჩქებიც შეიწამლება .

ასევე, გამწვანების სამსახური, ხე-მცენარეების მორწყვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძნობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031