გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: როცა ხელისუფლებაზე და „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს და მესამე ვადით არიან ხელისუფლებაში

16-07-2021

გამოხტება ვინმე და იკითხავს ყველაფერი იდეალურადაა? არა ბატონებო, გამოწვევებიც ბევრია და გასაკეთებელიც ბევრი. მაგრამ, როდესაც ამ ღვარძლიან კითხვას ირონიულად დასვამთ, მოდით გავიაზროთ რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორია ამ პოლიტიკურ ძალის წინააღმდეგ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი და მნიშვნელოვანი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია, სწორედ ამიტომ ახერხებვს კვლავ გამარჯვების მოპოვებას.

როცა ხელისუფლებაზე და „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობთ, სანამ რამეზე გაავაკეთებთ აქცენტებს, ერთი რამ ფაქტია, მათ შეძლეს და მესამე ვადით არიან ხელისუფლებაში. გამოხტება ვინმე და იკითხავს ყველაფერი იდეალურადაა? არა ბატონებო, გამოწვევებიც ბევრია და გასაკეთებელიც ბევრი. მაგრამ, როდესაც ამ ღვარძლიან კითხვას ირონიულად დასვამთ, მოდით გავიაზროთ რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორია ამ პოლიტიკურ ძალის წინააღმდეგ, რომ არაფერი ვთქვათ კოვიდ-19-ით გამოწვევულ პანდემიაზე, რომელმაც ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები გაანადგურა. არ დაგვავიწყდეს გარე და შიდა რყევები; 20% ოკუპაცია, რომელსაც მუდმივად თან სდევს ჩვენი ოკუპანტი რუსების მიერ ჩვენი მოქალაქეების გატაცება და თითეულ მათგანის დასახსნელად და ოჯახში დასაბრუნებლად ხელისუფლების მხრიდან შეუპოვარი ბრძოლა. პრორუსული ძალების მიერ მუდმივი წინააღმდეგობების მიუხედავად ევროატლანტიკური მისწრაფებისა და კურსის შენარჩუნება. ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მუდმივად პოლიტიკური რყევების გამოწვევისა და რევოლუციების მცდელობა, რაც ასევე მხარდაჭერილია მათი პარტტელევიზიებისა (ბოლო დროს კი ეს ტელემედიასაშულებებიც უშუალოდ პოლიტიკურ ფიგურანტებად გვევლინებიან) და ცალკეული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ. მიუხედავად ამ მოკლე მიმოხილვისა, მარტივად მივდივარად იქითკენ თუ რატომ ახერხებს „ქართული ოცნება“ კვლავ გამარჯვების მოპოვებას-მისთვის მთავრი და მნიშვნელოვანი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გახლავთ! - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebookის გვერდზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031