გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 9 მისამართზე მიმდინარეობს

17-07-2021

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N27 კორპუსში, სადაც, დაახლოებით, 610 გრძივ მეტრზე იცვლება წყალარინების შიდა და გარე ქსელი. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 94 498 ლარი დაიხარჯება. ბმა-ს პროგრამით ამორტიზირებული ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე უკვე დასრულდა.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. ის ამხანაგობები, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება, შეგროვებული თანხით სადარბაზოს კეთილმოწყობას და საერთო ქონებისთვის სხვადასხვა სამუშაოს გეგმავენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930