გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

28-12-2017

ჩუღურეთის ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათებები, სავარჯიშო ტრენაჟორები, სავალი ბილიკები კი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, სკვერების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„ჩუღურეთის რაიონში გვაქვს ტერიტორიები, სადაც სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მჭიდრო კომუნიკაციით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, მათ შორის, სპორტული მოედნების, სკვერების რეაბილიტაციასა და სხვას“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე და პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონს ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031