გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

2-08-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის არიან საჯარო სამსახურების - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, პედაგოგები. შპს "ევექსი ჰოსპიტლების ხაშურის ახალი კლინიკის" პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მელიქიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში, გართულებების გარეშე ხორციელდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აიცრან ასტრაზენეკას, სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ დავით ჩიქოვანის განცხადებით, დღესდღეობით ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულია 3000-ზე მეტი აცრა. აქედან ორჯერადად აცრილია 1095 ადამიანი. ვაქცინაციას გადამწყვეტი როლი აქვს პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, განაცხადა დავით ჩიქოვანმა და მოქალაქეებს კიდევ მეტი აქტიურობისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის გარდა ჯანდაცვის სამინისტროს ინტერნეტ პორტალისა და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზისა, მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031