გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

18-08-2021

„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა ბაშალეიშვილის ქუჩაზე გამართა.


ზურაბ აბაშიძე: „დღეს ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი. მივესალმები მოსახლეობისგან წამოსულ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისში, კერძოდ, მთაწმინდაზე უამრავი პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, მოქალაქეების ჩართულობით, ჩვენს რაიონში კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ".


ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბაშალეიშვილის ქუჩის სტადიონის ირგვლივ სივრცის გამწვანება და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება სურთ.


შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031