გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ტყემალაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა

21-08-2021

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებთან გამართა.

გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს სამომავლოდ  დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოსახლეობის სურვილები მოისმინა.

როგორც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობის თხოვნით, აბაშიძისა და ფალიაშვილის დამაკავშირებელ ერთ-ერთ შიდა ეზოში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. მისივე თქმით, ვაკის რაიონის გამგეობასთან თანამშრომლობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, უახლოეს მომავალში სარეკრეაციო სივრცის პროექტირება დაიწყება.

„ვაკის რაიონში, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს  შევხვდი და მოსახლეობას ის პროექტები გავაცანი, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ ვგეგმავთ. პროექტების დაგეგმვისას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები და მათი აქტიური ჩართულობა.

სწორედ მათი თხოვნით, მისამართზე, სადაც დღეს ვიმყოფებოდი, სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ვგეგმავთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში,  პროექტირების პროცესს დავიწყებთ.  ეს გახლავთ მართლაც განსაკუთრებული სივრცე, სადაც კიდევ ერთი, ლამაზი სკვერი მოეწყობა"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031