გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურის მერობის კანდიდატი სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა

23-08-2021

"ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა სოფელ ხრეითის მოსახლეობასთან გამართა.


"წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ ხრეითის მოსახლეობას შევხვდი და ადგილობრივებს საკუთარი კანდიდატურა წარვუდგინე. ჩემი მერად ყოფნის პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ჭიათურა ამბროლაურის გზის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული პროექტი სოფელ ხრეითზე გადის. გზის მშენებლობა დადებითად აისახება ხრეითის ყველა მცხოვრებელზე.


პარალელურად, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრეითში მოეწყო ცენტრალური გზა, გაკეთდა არაერთი შიდა საუბნო გზა, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სოფელმა მიიღო მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ჩვენ ხრეითის განვითარებას გავაგრძელებთ და ამ სოფელს ტურისტებისთვის მიმზიდველს გავხდით" - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031