გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

25-08-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. პირველ შემთხვევაში, ერთ-ერთი კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციას, მონაცემთა კონტროლის ავტომატიზებული პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და გაფორმების ეკონომკიური ზონა „თბილისის" უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, კამერალურ შემოწმებისა და საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შედაგად, 48 121,54 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული საქონელი იქნა გამოვლენილი.


რაც შეეხება მეორე სამართალდარღვევის ფაქტს, ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი" დაფიქსირდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, სხვადასხვა დასახელების საქონლით (საერთო წონა: 14 714 კგ.) დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებას, წითელი დერეფანი განესაზღვრა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განთავსდა. ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხვა საქონელთან ერთად, სატვირთო ავტომობილში - 17 410,90 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ტვირთი (1546 კგ.) გამოვლინდა.


ორივე სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031