გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა შედეგების გამოქვეყნება გრძელდება

27-08-2021

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა ტესტირების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.


შედეგების სანახავად აპლიკანტები უნდა ეწვიონ ვებგვერდებს: www.naec.ge და online.naec.ge. პირად სარეგისტრაციო გვერდზე მას საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა აქვს.


შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.


სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება კი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.


2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031