გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

24-05-2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 84 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 59-ს კი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა. 

ამის შესახებ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„იცით, რომ პრეზიდენტს გამოცხადებული აქვს ძალადობრივ დანაშაულების განხილვაზე გასამართლებული მსჯავრდებულების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 მსჯავრდებულის საქმე. ისინი არიან გასამართლებულები ძალადობრივ დანაშაულებზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეებს კომისია აუცილებლად განიხილავს“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930